საქართველოს პრემიერ-მინისტრა, ირაკლი კობახიძემ პარიზის პარალიმპიური თამაშების ტრიუმფატორებს, ვლადიმერ ჭინჭარაულსა და ნინა თიბილაშვილს წარმატებული ასპარეზობა პირადად მიულოცა და წარმატება უსურვა.
პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა პარალიმპიურ თამაშებზე მეორე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი პარიზის პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. თიბილაშვილი ერთადერთი ქართველი პარასპორტსმენია, რომელმაც ორ პარალიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო. პარიზამდე მან ტოკიოში ვერცხლის მედალი მოიგო.