12 ოქტომბერი 2024,   01:19
ვრცლად
"ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი, ვარლამ ლიპარტელიანი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა ვარკეთილის ორ ახლად რეაბილიტირებულ სკვერში გაიმართა. ტერიტორიებზე საბავშვო ატრაქციონები, გასართობი ზონები და რეკრეაციული სივრცეები მოეწყო.

ადგილობრივებთან შეხვედრაზე დელეგატმა ბოლო წლებში რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. შეხვედრებს პარლამენტის დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

"მუნიციპალიტეტთან და მერიასთან შეთანხმებით ეს სკვერი გალამაზდა ისე, რომ აქ არაერთი ადამიანი იყრის თავს - ხნდაზმულები, ბავშვები და მე ვფიქრობ ძალიან სასიამოვნო და კარგია ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის. ვფიქრობ, რომ მომავალში აუცილებლად გაგრძელდება ასეთი პროექტების გაკეთება", - აცხადებს "ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი

დღის ამბები