დედაქალაქის მერმა, კახა კახა კალაძემ ვაზისუბნის დასახლებაში, N5 კორპუსის მიმდებარედ მოწყობილი სკეიტ პარკი და საფეხბურთო მოედანი დაათვალიერა.
სამუშაოები კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ღია ტიპის ფეხბურთის მოედანი, სკეიტ პარკი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. პროექტში ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტები. ასევე, ტერიტორიაზე დამონტაჟდა განათების ქსელი.
სამუშაოები, დაახლოებით, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა და ჯამურმა ღირებულებამ 2 770 000 ლარი შეადგინა.