დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს. მას დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ირაკლი პაპიაშვილს, მისთვის შეფარდებული გირაო ძალაში დარჩა. მოსამართლის განმარტებით, პაპიაშვილის მიმართ სასამართლომ დასაბუთებული არგუმენტი ვერ მოისმინა, ჩიკვაიძის შემთხვევაში კი, მოსამართლის განცხადებით, არსებობს მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების საფრთხე.
დაცვის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ვფიქრობთ, რომ იგივე გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო ჩიკვაიძეზეც მიღებული როგორც იყო პაპუაშვილზეც, მითუმეტეს, რომ არავითარი საფუძველი გირაოს დაპატიმრებით შეცვლის არ ყოფილა. მათი ინფორმაციით, ერთად იყვნენ იმ დღესაც და ახლოსაც არ მიჰკარებიან სადახლოს გამშვებ პუნქტს. ის სამართალურთიერთობა არც არსებობდა, თურმანიძეს და ჩიკვაიძეს შორის იყო სამოქალაქო სამართალურთიერთობის ფარგლებში და მას რამე კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულთან არ აქვს.
ამ პოზიციას დაცვის მხარე სასამართლოსთან დავასაბუთებთ. ვინმეს ვინმეს ვალი თუ მართებს და ასეა დღეს ძალიან ბევრი ადამიანი, ერთმანეთის ვალი აქვთ, სესხები აქვთ, საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობები აქვთ - ნებისმიერი ვალის გადაუხდელობა რომ სისხლის სამართლის დანაშაულად შეფასდეს, ეს დაუშვებელია," - აცხადებს გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატი.