24 აგვისტო 2026,   19:15
ვრცლად
ჩვენი მიზანია დავანახოთ ყველას, რომ შეგვიძლია სისტემატურად ძლიერად თამაში, გულშემატკივარი არის ჩვენი უდიდესი ძალა - ალექსანდრე იაშვილი ალბანეთთან შეხვედრის წინ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთთან მოგების შემდეგ დღეს საღამოს ალბანეთს ხვდება. მატჩი ტირანაში, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ერთა ლიგის ახალი გათამაშება ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო.

7 სექტემბერს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია, ალბანეთმა კი პრაღაში უკრაინასთან 2:1 გაიმარჯვა, ამიტომ ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპულია.

გამარჯვებული ჯგუფში ლიდერი გახდება, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი აცხადებს, რომ ალბანეთი ძლიერი მეტოქეა.

"გვყავს ძალიან ძლიერი მეტოქე, მათაც ძალიან კარგად ითამაშეს ევროპის ჩემპიონატი. ჩვენი მიზანია დავანახოთ ყველას, რომ შეგვიძლია სისტემატურად ძლიერად თამაში. გულშემატკივარი არის ჩვენი უდიდესი ძალა და ჩვენს ფეხბურთელებს გულშემატკივრები ყოველთვის მეტის გაკეთების საშუალებას აძლევენ", - აღნიშნა იაშვილმა.

დღის ამბები