18 აგვისტო 2026,   00:44
ვრცლად
21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა

21 წლის ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო. მო­სა­მარ­თლემ ცინ­დე­ლი­ა­ნი დამ­ნა­შა­ვედ ცნო გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ში.

21 წლის ქეთი ჯავახიშვილი, 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს სასტიკად მოკლეს. სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია. ახალგაზრდა ქალს ცივი იარაღით სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე უმძიმესი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს, ახლა უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები