18 სექტემბერი 2024,   14:54
ვრცლად
პოლიციამ გორში აქტივისტი იოსებ ბაბაევი დააკავა, რომელიც “ქართული ოცნების” შეხვედრისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდა

პოლიციამ გორში აქტივისტი იოსებ ბაბაევი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაბაევი პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

სამოქალაქო აქტივისტი იმ ტერიტორიაზე აიყვანეს, სადაც დღეს "ქართული ოცნების" შეხვედრა უნდა გაიმართოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაბაევი სპეციალურად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდა. 

გორის რაიონული სასამართლო სოსო ბაბაევის წინააღმდეგ, კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს. პოლიციამ ის მიმდინარე წლის 4 ივნისსაც დააკავა და ბრალდებად იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება წაუყენა.

 

დღის ამბები