19 სექტემბერი 2024,   02:33
ვრცლად
"დიდება გმირებს" - ბათუმში, მკლავჭიდში ტრადიციული ტურნირი გაიმართა

"დიდება გმირებს"- ბათუმში  ამ სახელწოდებით ტრადიციული ტურნირი გაიმართა მკლავჭიდში. შეჯიბრი, რომელიც ბათუმის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ ჩატარდა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.

მასში საქართველოს მასშტაბით 230 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის, პარასპორტსმენები. სხვადასხვა წონით კატეგორიაში 48 სპორტსმენი თასებითა და მედლებით დაჯილდოვდა. შეჯიბრი აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

დღის ამბები