19 სექტემბერი 2024,   08:42
ვრცლად
ღაზის სექტორში ბოლო 24 საათში 20 ადამიანი დაიღუპა - ომის დაწყებიდან დღემდე მსხვერპლი 41 000-ს აჭარბებს

ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ოპერაციები ღაზის სექტორში გრძელდება. ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ანკლავში 20 ადამიანი დაიღუპა. ომის დაწყებიდან დღემდე კი, მსხვერპლი 41 000-ს აჭარბებს.

მედია პალესტინის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში "არაეფექტური" იყო.

შუამავლები ცდილობდნენ ზეწოლა მოეხდინათ ისრაელის პრემიერ-მინისტრზე, რადგან ხელახლა ჩართულიყო მოლაპარაკებებში, რაც მიზნად კონფლიქტის დასრულებას და ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას ისახავს, თუმცა ნეთანიაჰუმ წამოაყენა ახალი მთხოვნები, მათ შორის კონტროლის შენარჩუნებაზე "ფილადელფიის დერეფანზე", ვიწრო ბუფერულ ზონაზე ეგვიპტესა და ღაზას შორის, რამაც მოლაპარაკებები გაართულა.

დღის ამბები