12 ოქტომბერი 2024,   01:07
ვრცლად
ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - ევროკავშირი

ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირი განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 16 წლისთავს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედროების ყოფნას ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ისე - 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებულ რუსეთის ვალდებულებებს.

"განვაგრძობთ ყველა შესაბამისი მხარდაჭერის გაწევას იმ გამოწვევების დაძლევისთვის, რომელთა წინაშეც საქართველო დგას," - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

დღის ამბები