25 სექტემბერი 2024,   18:25
ვრცლად
"მტკიცებულებაში, რაც მედიის მიერ გამოქვეყნდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ფიგურირებს" - ადვოკატების თქმით, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის გამო დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

"ქურდულ სამყაროსთან" კავშირის გამო დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს - ხუთივე მათგანის სასამართლო სხდომა დღესვე გაიმართება, იმსჯელებენ აღკვეთის ღონისძიებაზე.

"კურიერი" დაკავებულების ადვოკატებს ესაუბრა. ინტერესების დამცველების ინფორმაციით, დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. მათივე თქმით, საქმე 9-ტომიანია და კონკრეტულ პოზიციას საქმის მასალების გადმოცემის ექნებათ.

"მტკიცებულება, რაც მასმედიის მიერ იქნა გამოქვეყნებული, იქ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ფიგურირებს. არ აღიარებს, არ არის მისი იდენტიფიცირება მომხდარი, არც მისი ხმა ისმის. რაც შეეხება მტკიცებულებებს, 9 ტომია ამ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ შეგროვილი, გადმოგვცემენ მალე, გავეცნობი და კონკრეტული პოზიცია გვექნება," - განაცხადა კობა ვაშალომიძის ადვოკატმა, შოთა გოგრაჭაძემ.

"ველოდებით საქმის მასალების გადმოცემას, აქედან გამომდინარე თავს ვიკავებ კომენტარებისგან. ის [დაკავებული ტარიელ ფუტკარაძე] მიიჩნევს, რომ დანაშაული არ აქვს," - აღნიშნა ტარიელ ფუტკარაძის ადვოკატმა, გოჩა გორდელაძემ.

გამოძიების მასალების მიხედვით, ორ პირს შორის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსური დავა წარმოიშვა. ბრალდებულებმა დავის გადაჭრის მიზნით "ქურდული სამყაროს" წევრებს და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს. ე.წ. გარჩევის შედეგად კი მოდავე მხარეს მეორეს სასარგებლოდ 15 000 ლარის გადახდა დააკისრეს, თანხა დათქმულ ვადაში გადაიხადეს. ეს ორივე მამაკაცი მიმართვის გამო დააკავეს, დანარჩენებს ქურდული სამყაროს წევრობას და მხარდაჭერას ედავებიან. დანაშაული 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები