14 ოქტომბერი 2024,   20:51
ვრცლად
მსოფლიოში ყველაზე დიდი დარტყმის კრატერი, შესაძლოა ავსტრალიაში იყოს დამარხული

გეოლოგიური მონაცემები ადასტურებს, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი, დარტყმის კრატერი ავსტრალიის უდაბნოშია დამარხული.

600 კილომეტრის სიგანის კრატერი, დაახლოებით 500 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა და შესაძლოა, დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენება გამოიწვია.

დამოუკიდებელი მკვლევარი დენიელ პ. კონელი და ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტის დოქტორი არიფ სიკდერი თვლიან, რომ მათ იპოვეს მტკიცებულება, რომელიც MAPCIS-ის, მასიური ავსტრალიური პრეკემბრიულ-კემბრიული დარტყმის სტრუქტურის არსებობას ადასტურებს.

გეოლოგიური კვლევების თანახმად, კრატერის ცენტრი ჩრდილოეთ ტერიტორიაზე, ულურუს (აიერსის კლდე) და კონერის მთას შორის მდებარეობს. შიდა კრატერის დიამეტრი დაახლოებით 600 კილომეტრია. არსებობს უფრო ფართო რგოლი, რომლის დიამეტრი 2000 კილომეტრია, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს შიდა რგოლთან.

ეს მნიშვნელოვნად აღემატება სამხრეთ აფრიკის ვრედეფორტის კრატერის ზომას, რომელიც დაახლოებით 300 კილომეტრის სიგანისაა და მსოფლიოში ყველაზე დიდ დადასტურებულ დარტყმის კრატერად ითვლება.

დღის ამბები