"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ვახტანგ ბერიძე, ხულოში: ფუშრუკაულის, თხილვანისა და ხიხაძირის თემის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დელეგატმა მოქალაქეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს მშვიდობიანი განვითარების იმ გზაზე, რომელსაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში გადის.