30 სექტემბერი 2024,   12:27
ვრცლად
ხაშურში ხაშურობა 2024 აღინიშნა

ხაშურში ხაშურობა 2024 აღინიშნა. ღონისძიებები ქალაქის ცენტრში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საღამოს საზეიმო ვითარებაში დაასახელეს ხაშურის საპატიო მოქალაქეები, დააჯილდოვეს წარმატებული სპორტსმენები და მათ მადლობის სიგელები გადასცეს.

დაჯილდოვდნენ ის სტუდენტებიც, რომლებიც 100% დაფინანსებით ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებლებში. დღე "ღამის შოუს" ბენდისა და ანსამბლ "აფხაზეთის" კონცერტით დასრულდა.

დღის ამბები