01 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ახალგაზრდა დაიღუპა

ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სამების ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთ-ერთი სამართალდამცველია. 2 პირი მძიმე დაზიანებებით ჯანმრთელობის სახლ “გურიაშია” გადაყვანილი და მათ ამ წუთებში გადაუდებელ დახმარებას უწევენ.

დღის ამბები