22 დეკემბერი 2024,   09:56
ვრცლად
"განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მჯერა, ჩვენი თავდადებით, შრომით და პასუხისმგებლობით, შევძლებთ, უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი" - ალექსანდრე წულაძე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყოს მათი თანამებრძოლი.

ალექსანდრე წულაძემ მადლობა გადაუხადა თავის წინამორბედს, გიორგი ამილახვარს საქმიანობისა და ყველა იმ რეფორმისთვის, რომელიც ამ თანამდებობაზე ყოფნისას წამოიწყო.

"მადლობა უნდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთელ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო თქვენი გუნდის წევრი და თანამებრძოლი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარს - მისი საქმიანობისათვის, ყველა იმ რეფორმისთვის, რომელსაც მან ხელი მოკიდა. იმედი მაქვს, რომ კვლავ წარმატებით გავაგრძელებთ ამ რეფორმების განხორციელებას. მოგეხსენებათ, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით და პასუხისმგებლობით, ასევე, სწორი სვლით, შევძლებთ, უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი," - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები