საქართველოს პროკურატურამ, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს, ქუთაისში, ბრალდებული დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეიჭრა, თავს დაესხა მას და შეეცადა სახლში არსებული ოქროს სამკაულების დაუფლებას. ასევე, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა მასზე", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.