10 აგვისტო 2026,   00:14
ვრცლად
"ჰეკატეს ბაღი" - მუსიკოსთა პარკში შექმნილი ახალი განსაკუთრებული სივრცე ტრანსფორმაციულ ტურებს მასპინძლობს

მსოფლიო მედიცინისა და ფარმაციის სათავე - სივრცე, სადაც ანტიკური კოლხეთის მაგია, გასტრონომია და თანამედროვე არქიტექტურა ერთმანეთს ხვდება. შეკვეთილში გაშენებული "ჰეკატეს ბაღი" სტუმრებს ძველ კოლხეთსა და მითოლოგიურ გადმოცემებში ამოგზაურებს. შავი ზღვის სანაპიროზე ცოცხლდება ამბები მცენარეულ საიდუმლოებებზე.

ანტიკურ სამყაროში კოლხეთი მხოლოდ ოქროს საწმისის მხარე არ ყოფილა. ის მიიჩნეოდა მისტიკური მაგიის ცენტრად. სწორედ ამიტომ, ბაღში სპეციალური სივრცე მოეწყო - მედეას კუთხე, სადაც უამრავი სახეობის დეკორატიული და სამკურნალო მცენარე იზრდება.

"ჰეკატეს ბაღი" სტუმრებს უკვე მასპინძლობს. საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობები ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი. საზღვაო კურორტის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაცია - სწორედ ამ მიზნებს ემსახურება შეკვეთილში მოწყობილი ახალი სივრცე.

"ჰეკატეს ბაღის" კონცეფცია პროექტ "სტარტინგ ჯორჯიას" პროექტია და ის ბერძნულ და კოლხურ მითოლოგიას უკავშირდება. ლეგენდა, რომლის მიხედვითაც კოლხეთი უძველესი მედიცინის სამშობლოდ არის მიჩნეული, რეალობად სწორედ ამ სივრცეში იქცევა.

დღის ამბები