07 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში ტერაქტი მოხდა - ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი 7 ფრონტზე იბრძვის

ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში, რამდენიმე საათის წინ, ტერაქტი მოხდა. თავდასხმა ცენტრალურ ავტოსადგურზე მოხდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ის 19 წლის ისრაელის მოქალაქეა, რომელიც პოლიციის სერჟანტი იყო. ტერაქტის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. გამომძიებლების ინფორმაციით, ტერორისტის განეიტრალება რამდენიმე წამში მოხდა.

პარალელურად, ისრაელი სახმელეთო ოპერაციას ლიბანისა და ღაზის მიმართულებით განაგრძობს. ვითარება კრიტიკული იყო ლიბანის დედაქალაქში. ისრაელმა ბეირუთში წერტილოვანი დარტყმების სერია განახორციელა.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, დარტყმები "ჰეზბოლა" ობიექტებზე განხორციელდა. მათ მიზანში სწორედ "ჰეზბოლას" სამეთაურო რგოლის წარმომადგენლები ჰყავდათ ამოღებული, რომლებიც, მათი ინფორმაციით, ბეირუთში იმყოფებოდნენ.

გარდა ამისა, ისრაელმა ღამით თავდასხმა განახორციელა ღაზის სექტორზე. რამდენიმე ქალაქი დაიბომბა. დაბომბილ ობიექტებს შორის არის მეჩეთი და სკოლა. ადგილზე ვითარება რთულია.

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ისრაელი 7 ფრონტზე იბრძვის. ისრაელი მიიჩნევს, რომ მათთვის ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე ირანია.

გავრცელებული ინფორმაციით, ომის კაბინეტი სრულ მზადყოფნაშია, რათა ირანს უპასუხოს, თუმცა როდის და რა ფორმით მოხდება თავდასხმა, ჯერჯერობით, უცნობია.

დღის ამბები