21 დეკემბერი 2024,   16:29
ვრცლად
მზადება ერთა ლიგის მატჩისთვის - "ჯვაროსნებმა" პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკვე ორი ვარჯიში გამართეს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მორიგი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. "ჯვაროსნებმა" პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკვე ორი ვარჯიში გამართეს. ადგილობრივი კლუბის "ლეხის" ბაზაზე ჩატარებულ საწვრთნელ პროცესში, 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი გველესიანი.

11 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება და ამ გამარჯვებით შეეცდება ჯგუფში პირველი ადგილი კიდევ უფრო განიმტკიცოს.

"ველოდებით ძალიან რთულ თამაშს და აუცილებელია ჩვენი თამაშის მაქსიმალურად გამოვლენა, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ,"- აცხადებს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი. 

 

დღის ამბები