ხაშურში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დავით კაკიაშვილის სახელობის მეორე საჯარო სკოლა 440 მოსწავლეზეა გათვლილი.
მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. სკოლა 1927 წელს არის აშენებული, 1970 წლის შემდეგ აქ რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. შენობა ავარიული იყო.