04 ნოემბერი 2024,   21:14
ვრცლად
ადგილი, სადაც პირველი ქართული ფუტკარი გამოიყვანეს - "კურიერი P.S.-ის" რეპორტაჟი სამეგრელოდან, სადაც ფუტკრის დალოცვის რიტუალი გააცოცხლეს

ქართული ფუტკარი მსოფლიოს საუკეთესო პოპულაციად აღიარეს - ამერიკული ლაბორატორიები 5 წელი იკვლევდნენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან სპეციალურად გაგზავნილ ფუტკრის ნიმუშებს. გენეტიკური კვლევის შედეგები კი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. საუკეთესო წმინდა ჯიშის სტატუსი "მუხურის" ფუტკარს მიენიჭა.

განსაკუთრებულია მეგრული თაფლი და განსაკუთრებულია ის წესები, რომელიც მეგრელ მეფუტკრეებს აქვთ. მათ უძველესი რიტუალი აღადგინეს - ფუტკრების დალოცვა, რომელსაც ჯგერაგუნა ჰქვია. ტრადიციის მიხედვით, მეფუტკრეები საფუტკრეში მიდიოდნენ კვერებით, საკმეველს უკმევდნენ, რათა მუშა ფუტკრისათვის მეტი ძალა მიეცათ.

"კურიერი პიესი" ფუტკრის დალოცვის მეგრულ რიტუალს დაესწრო.

 

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები