19 ოქტომბერი 2024,   21:23
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს, მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს, დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ამ ქვეყანას და მის მომავალს" - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, ქუთაისში, საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მან, სამშობლოსადმი ბიძინა ივანიშვილის წვლილზე ისაუბრა:

"ამ თავგანწირვის, ბრძოლის საუკეთესო მაგალითი არის ჩვენი იმერელი, ღირსეული კაცი, ჩვენი ქველმოქმედი, ჩვენს ქვეყანაზე, სამშობლოზე შეყვარებული ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2012 წელს, მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს, დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ამ ქვეყანას და მის მომავალს. დღესაც ასეა, დადგა თავისი ოჯახით და დღესაც თავისი ოჯახით დგას აქ. მინდა, მივესალმოთ ცოტნე ივანიშვილს, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფება,"- განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები