18 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
"მთავარი არხის" დირექტორი გიორგი ქურდაძე, ბოლო დროს ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

"მთავარი არხის" დირექტორი, გიორგი ქურდაძე ბოლო დროს ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ქურდაძის განცხადებას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ქურდაძე აცხადებს, რომ "კურიერის" მიერ მოპოვებული წერილები მის მიერ გაიგზავნა ეროვნულ ბანკში მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნახევარი წლის განმავლობაში ვერანაირი კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო "მთავარი არხის" მენეჯმენტისა და "ნიუ სეილსისგან." ის აცხადებს, რომ პირადი თუ წერილობითი კომუნიკაციების მიუხედავად არაფერი შეცვლილა, რათა დაბრუნებოდნენ კანონიერი მუშაობის ჩარჩოებს.

"ნიკა გვარამიამ მისი დირექტორობის თითქმის 5 წლის განმავლობაში, ტელეკომპანია "მთავარი არხი" მიიყვანა მძიმე ფინანსურ მდგომარეობამდე და ჩემს მიერ ეროვნული ბანკისადმი გაგზავნილ წერილში აღწერილი მაქინაციური სქემებითა და "ნიუ სეილსის" საშუალებით დაადო "მთავარ არხს" ბიუჯეტის ვალი, რომელიც დღეისათვის უკვე 11 მილიონ ლარს აჭარბებს. შესაბამისად, ზარალდება ჩემი წარმდგენელი დამფუძნებლის მიერ, "მთავარი არხის" კაპიტალში შენატანი მილიონობით ლარი. ამავდროულად, გვარამიამ გაფლანგა "ომეგა ჯგუფის" მილიონობით ლარი, დღემდე მიმდინარე ფინანსურ კოლაფსში ჩააგდო "მთავარი არხის" თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურება და კომპანიას კიდევ არაერთი ვალი აჰკიდა. ეს ყველაფერი კი მაშინ, როცა თავად ნიკა გვარამიას ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს თვეში 70 000 ლარი და მეტი. დამატებით სხვა ბენეფიტებიც არსებობდა მისთვის, ასევე, არხზე გაბერილი იყო საშტატო კადრები. ნაღდი ფულის გათეთრების მიზნით, პარლამენტარ კობა ნაყოფიას მიერ შემოტანილი უკანანო შავი ფულის ბრუნვის თაობაზე, რომელიც ეროვნულ ბანკთან გაგზავნილ ჩემს წერილშია აღწერილი, აღარ ვისაუბრებ. ამის დასტურია მისი მუქარაც, რომ "თავს გამიტეხავდა და კარგს არაფერს მომიტანდა არც ხელისუფლების შეცვლის მერე მხოლოდ იმის გამო, რომ მოვითხოვე "მთავარ არხზე" მის მიერ შემოტანილი ნაღდი ფულის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები