24 დეკემბერი 2024,   22:12
ვრცლად
გერმანიაში ახალი სახანძრო განყოფილება დაიწვა - ზარალმა სულ მცირე 21 მილიონი დოლარი შეადგინა

გერმანიაში, ხანძრის შედეგად, მილიონობით დოლარის ღირებულების ახალი სახანძრო განყოფილება განადგურდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ხანძარი ჰესენის შტადტალენდორფის სახანძრო განყოფილებაში ოთხშაბათს დილით გაჩნდა, რის შედეგადაც განყოფილების შენობა, სპეც ტექნიკა და ათამდე სასწრაფო დახმარების მანქანა დაიწვა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, განყოფილებაში ხანძრის საწინააღმდეგო სიგნალიზაცია არ იყო დამონტაჟებული, რადგან ექსპერტებმა მისი დაყენება საჭიროდ არ ჩათვალეს.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით 21-დან 26 მილიონ დოლარს შეადგენს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები