25 ოქტომბერი 2024,   11:35
ვრცლად
ანკარაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ "ქურთისტანის მუშათა პარტიის" სამიზნეებზე საპასუხო იერიშები გრძელდება

ანკარაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ "ქურთისტანის მუშათა პარტიის" სამიზნეებზე საპასუხო იერიშები გრძელდება.

ჩრდილოეთ ერაყში თავდასხმების შედეგად, 34 ტერორისტული სამიზნე განადგურდა - ინფორმაციას ოფიციალური ანკარა ავრცელებს.

რაც შეეხება 2 დღის წინ აერო-კოსმოსურ კომპანიაზე თავდასხმას; დაღუპულია 5 და დაშავებულია 22 ადამიანი, თავდასხმას უკვე მისცეს ტერაქტის კვალიფიკაცია, პასუხისმგებლობა კი "ქურთისტანის მუშათა პარტიას" დაეკისრა.

მომხდარის გამო, თურქეთის მთელ ტერიტორიაზე გლოვაა გამოცხადებული.

დღის ამბები