28 ოქტომბერი 2024,   01:19
ვრცლად
სადამკვირვებლო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდა - მონიტორინგის შედეგების ანგარიში რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდება

თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები - ასეთია სადამკვირვებლო ორგანიზაციების პირველი შეფასება, რომლებიც არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდნენ. დამკვირვებლების შეფასებით არჩევნები გამორჩეული იყო იმითაც, რომ ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოში, მონიტორინგს 76 საერთაშორისო ორგანიზაცია და 1700 ზე მეტი დამკვირვებელი უწევდა. მათ შორის იყვნენ, როგორც გრძელვადიანი ასევე, მოკლევადიანი მისიების წარმომადგენლები. მონიტორები, რომლებიც უბნებზე იმყოფებოდნენ, ელექტრონული სისტემის უპირატესობებზე საუბრობენ.

სადამკვირვებლო მისიები შეფასებებში, აქცენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის ეფექტურობაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ მიუხედავად სიახლეებისა, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მონიტორინგის შედეგების ანგარიშს, რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებს.

დღის ამბები