"უკვე მერამდენედ ხდება, როდესაც აგენტურული ოპოზიცია და მათი თანამზრახველები ცდილობენ უხეშ მანიპულაციებს და ხალხის მოტყუებას იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ყალბდება," - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძე აცხადებს, ხელისუფლება არჩევნების გაყალბების შესახებ არცერთი მანიპულაციური განცხადების გატარებას არ აპირებს და საზოგადოების ტყუილისგან დასაცავად, "ბოლომდე ჩაჰყვება ყველა დეტალს".
"სპეკულაციები არ წყდება, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი პუნქტის გატარებას. უკვე მერამდენედ ხდება, როდესაც აგენტურული ოპოზიცია და მათი თანამზრახველები ცდილობენ უხეშ მანიპულაციებს და ხალხის მოტყუებას იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ყალბდება. რაც არ უნდა გავაუმჯობესოთ, რაც არ უნდა ელექტრონული არჩევნები ვატაროთ, უკვე ისინი იმდენად დიდ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ ქართული საზოგადოების, რომ დღეს უკვე გვეუბნებიან, რომ ელექტრონულ არჩევნებში 300 000 ხმა გაყალბდა. ეს რომ არ გაგრძელდეს, ჩვენ ბოლომდე უნდა ჩავყვეთ ყველა დეტალს იმისთვის, რომ მათ ვეღარ მოახერხონ ქართული საზოგადოების მოტყუება," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.