ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. მიმდინარე წელს, ციტრუსის 40-45 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან.
საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს - მოსავალს ქობულეთში ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.
ციტრუსის შტაბი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნა. წელს მანდარინზე სუბსიდია 10 თეთრით გაიზარდა.