30 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პირდაპირ მოითხოვს, რომ საერთაშორისო აქტორები ჩაერთონ ამ გამოძიებაში და ჩვენი მოთხოვნაც ეს არის " - თინა ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი პირდაპირ მოითხოვს, რომ საერთაშორისო აქტორები ჩაერთონ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გამოძიებაში და ქართული ოპოზიციის მოთხოვნაც ეს არის.

"რუსული სპეცოპერაციის ავტორები თავადვე ვერ გამოიძიებენ რუსულ სპეცოპერაციას. პირიქით, ეს იქნება მტკიცებულებების განადგურების მცდელობა, მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი პირდაპირ მოითხოვს, რომ საერთაშორისო აქტორები ჩაერთონ ამ გამოძიებაში და ეს არის, მათ შორის, ჩვენი მოთხოვნაც", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.

დღის ამბები