30 ოქტომბერი 2024,   15:32
ვრცლად
"საქსტატის" მონაცემები შეესაბამება ადგილზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობას - მასში არ შედის ემიგრანტი, სხვა ქალაქსა თუ სოფელში მცხოვრები ადამიანი და ამით მანიპულაცია საზოგადოების უმძიმესი შეურაცხყოფაა" - მამუკა მდინარაძე

საქსტატის მონაცემები შეესაბამება ადგილზე მყოფი ადამიანების რაოდენობას. მასში არ შედის არც ემიგრანტი, არც სხვა ქალაქში თუ სოფელში მცხოვრები ადამიანი და ამასთან დაკავშირებით მანიპულაცია არის უმძიმესი შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი გავრცელებულ განცხადებებს მანიპულაციებს ეხმაურება.

"მინდა, გამოვეხმაურო რამდენიმე არგუმენტს, რომლითაც ქართულ საზოგადოებას აყენებენ უმძიმეს შეურაცხყოფას. მაგალითად, აქვეყნებენ რამდენიმე დასახლების მონაცემს და ამბობენ, როგორ ხდება ისე, რომ საქსტატის მონაცემებით ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე არჩევნებში იღებს მონაწილეობას. უმარტივესი მაგალითი და რას იტყუებიან და რა უბინძურეს მანიპულაციასთან გვაქვს საქმე - მაგალითად, აღწერის მიზნით, მივიდა ცაგერში მცხოვრებ ოჯახში საქსტატის წარმომადგენელი, დააფიქსირა, რომ ამ ოჯახში ცხოვრობს ორი ადამიანი, თუმცა ამ ოჯახში ჩაწერილია ვთქვათ, 10 ადამიანი და შემდეგ ჩავიდნენ დანარჩენები [ოჯახის წევრები] და მისცეს ხმა. შემდეგ გამოდის ნებისმიერი მდაბიო მანიპულატორი და ამბობს, რომ ორი ადამიანი ცხოვრობს და როგორ მისცა 10-მა ან 7-მა ადამიანმა ხმა. ანუ, საქსტატის მონაცემები შეესაბამება ადგილზე მყოფი ადამიანების რაოდენობას. მასში არ შედის არც ემიგრანტი, არც სხვა ქალაქში თუ სოფელში მცხოვრები ადამიანი და ამასთან დაკავშირებით მანიპულაცია არის უმძიმესი შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები