30 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
"ჩვენ ვითხოვთ ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა" - ნონა ქურდოვანიძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ისინი ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

მისი განმარტებით, პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, თუმცა არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ გამოძიება სწრაფად, ეფექტიანად და სრულყოფილად ჩატარდება.

"ჩვენ ვითხოვთ ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ეს არის 2 263 უბანი 3 111 უბნიდან. საია-ს მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას.

ჩვენი მიმართვები პროკურატურის მიმართ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ სწრაფად, ეფექტიანად და სრულყოფილად, ასეთი მოლოდინი არ გვაქვს. მზად ვართ, რომ მივაწოდოთ ის მტკიცებულებები, რომელიც გვაქვს, თუმცა, ამის ვალდებულება არ გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ეს მასალები, ძალიან ბევრი, არის ისედაც საჯარო წყაროებში," - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.

დღის ამბები