ოკუპანტის თავდასხმის შედეგად, კიევის სოლომინსკის რაიონში მრავალსართულიანი კორპუსი დაზიანდა. დაშავებულია 9 ადამიანი. შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
გასულ ღამეს, რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის მიმართულებით 62 დრონი გაუშვა. საჰაერო თავდაცვის სისტემამ 33-ის განეიტრალება შეძლო. რუსეთის არმიამ ვოლჩანსკი გაანადგურა, თუმცა ქალაქს ჯერ კიდევ უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. ინფორმაციას "ფრანც პრესი" ავრცელებს.
ოკუპანტმა ქალაქის ნაგებობების 80% მიწასთან გაასწორა, მათ შორის, სკოლები, საბავშვო ბაღები, ქარხნები, ბიბლიოთეკები და ეკლესიები.
საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ახლა უკრაინის გენშტაბმა ქალაქიდან ძალების გაყვანის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.