ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. გურამიშვილის N70-თან 2 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე მოწესრიგდა ეზო და მოეწყო ბორდიურები.
მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანმა და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს. პროექტს ნაძალადევის რაიონის გამგეობა აფინანსებს და მისი ღირებულება 210 000 ლარია