27 დეკემბერი 2024,   07:34
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოში, საარჩევნო დავებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების განხილვა მიმდინარეობს

სააპელაციო სასამართლოში, ამ წუთებში, საარჩევნო დავებზე არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" საჩივარს. საჩივარი, ერთი მხრივ, შეეხება კრწანისისა და ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიების შემთხვევას, ასევე - გორის საოლქო საარჩევნო კომისიის შემთხვევას.

"თბილისის შემთხვევაში, განიხილება კრწანისისა და ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის შემთხვევები, როდესაც, გადათვლის დროს, მოხდა პროცედურული ნორმების დარღვევა. კერძოდ, არსებითად ბათილი ბიულეტენები მიჩნეულ იქნა არსებითად ნამდვილ ბიულეტენებად და მიეწერა კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს. ხოლო, რაც შეეხება გორის შემთხვევას, საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმართებით, ჩვენ ვითხოვთ ბათილი ბიულეტენების გადათვლას. გორმა დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა, რაც შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან გასაჩივრდა სააპელაციო საჩივრით," - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" იურისტი, ხატია ცეცხლაძე. 

 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

 

დღის ამბები