კახეთში, იქ სადაც უამინდობამ მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, დენის მიწოდება უკვე სრულად აღდგენილია. სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა.
ადგილზე ვითარებას გაეცნენ და დაზარალებულებს შეხვდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და პარლამენტის წევრი, დავით სონღულაშვილი. ისინი ხალხს დახმარებას დაჰპირდნენ.
შეგახსენებთ, 5 ნოემბერს, ძლიერმა ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შექმნა. ძლიერი ქარის გამო, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და როგორც კერძო საცხოვრებელი სახლების, ასევე სხვა შენობების სახურავები.