15 ნოემბერი 2024,   00:05
ვრცლად
ნება იბოძონ და პატივი სცენ თავის სახელმწიფოს, რადგან ევროპის საზოგადოება ზუსტად იმ აზრზეა, რაზეც საქართველოსა და ამერიკული საზოგადოების უმრავლესობა - გურამ მაჭარაშვილი კანონების გაუქმებაზე

ევროპარლამენტში გამართული დებატების შემდეგ, ისევ აქტუალურია სადავო კანონების გაუქმების საკითხი. "ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია, რატომ შეიძლება განიხილებოდეს ქვეყნისთვის ბარიერად კანონი სახელწოდებით - "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ".

"არიან ისეთი რადიკალი ოპოზიციონერები, რომლებიც თავიდანვე არ უჭერდნენ მხარს, თუმცა არ ამბობდნენ, იყვნენ ისეთები, მაგალითად, პარტია "გახარია გახარიასთვის", რომელიც ამბობდა, რომ თავიდან დაუჭერდა მხარს ამ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს, მერე თავი შეიკავა და არ მისცა ამ კანონს ხმა, ახლა კი საერთოდ ამბობს, რომ გასაუქმებელიაო.

ასეთი "თანმიმდევრულები" არიან ოპოზიციის ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლები. ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანეს, თუ რატომ არ უნდა არსებობდეს ეს კანონი. ყველამ ნება იბოძოს და პატივი სცეს დემოკრატიას, უმრავლესობის მმართველობას. პატივი სცეს ჯერ თავის სახელმწიფოს, საიდანაც არის, რადგანაც ევროპის საზოგადოება ზუსტად იმ აზრზეა, რა აზრზეც არის საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა და ამერიკული საზოგადოების უმრავლესობა," - აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები