ვის აქვს უფლებამოსილება, ქვენაში ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საკითხზე საერთაშორისო გამოძიება მოითხოვოს - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თამარ კორძაიამ "დღის კურიერის" ეთერში დასმული შეკითხვისას ისაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამოძიება მოითხოვოს ოფიციალურმა პირმა და ასეთი პირი არის საქართველოს პრეზიდენტი, მოქმედი პარლამენტის წევრები ვართ ასეთი პირები", - განაცხადა თამარ კორძაიამ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების საჭიროებას საფუძვლიანად ადასტურებს.
"საერთაშორისო აქტორებთან მათ მოუწევთ თანამშრომლობა, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამოძიება მოითხოვოს ოფიციალურმა პირმა და ასეთი პირი არის საქართველოს პრეზიდენტი, მოქმედი პარლამენტის წევრები ვართ ასეთი პირები. მაგრამ, მთავარი და მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს გაეკეთებინა საქართველოს პრეზიდენტს იმიტომ, რომ ამას სჭირდება ასევე საერთაშორისო შეთანხმება და გადაწყვეტილების მიღება.
მე როგორც ვიცი, მას [სალომე ზურაბიშვილს] მიაწოდეს ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო გამოძიების საჭიროებას საფუძვლიანად ადასტურებს და ეს დოკუმენტი საქართველოს პრეზიდენტს აქვს.
ამას სჭირდება საერთაშორისო შეთანხმება და პირველ რიგში - ევროკავშირის სახელმწიფოების შეთანხმება და ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ ჯერჯერობით მე მგონია, რომ ეს საკითხი ვერ იძვრება, რადგან სასამართლო დავებიც მიმდინარეობს და პროკურატურა საერთოდ ხმას არ იღებს და ალბათ პრეზიდენტიც გააკეთებს ამასთან დაკავშირებით კომენტარს", - აცხადებს თამარ კორძაია.