15 ნოემბერი 2024,   01:20
ვრცლად
"ნაცაგენტურას ევროპარლამენტში და ზოგადად ევროკავშირში, ჰყავს ფულით ნაყიდი ლობისტები, ხოლო ქართულ სახელმწიფოს ჰყავს ბუნებრივი მოკავშირეები" - ვატო შაქარიშვილი

ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განცხადებები გააკეთეს "ნეიტრალური საქართველოს" წევრებმა. როგორც ბრიფინგზე ითქვა, დაინგრა მითი იმაზე, რომ ევროკავშირი არ ცნობს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს.

ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ დებატები ცარიელ დარბაზში ჩატარდა.

საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი ამბობს, რომ "ნაცაგენტურას" ევროკავშირში, ჰყავს მხოლოდ და მხოლოდ ფულით ნაყიდი ლობისტები.

"გუშინ ქართულმა საზოგადოებამ იხილა ევროპარლამენტში საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების სასტიკი მარცხი. ძალიან მკაფიო და მთავარი განსხვავება გამოჩნდა გუშინ, რაც გულისხმობს იმას, რომ აქაურ ნაცაგენტურას ევროპარლამენტში და ზოგადად ევროკავშირში, ჰყავს მხოლოდ და მხოლოდ ფულით ნაყიდი ლობისტები, ხოლო ქართველ ხალხს და ქართველ სახელმწიფოს ჰყავს ბუნებრივი მოკავშირეები. ეს იყო 26 ოქტომბრის შემდეგ კიდევ ერთი მძიმე დღე მთლიანად საქართველოში მოქმედი კოლექტიური "ნაცმოძრაობის" და მათი ევროპელი ლობისტებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათივე ინიციატივით მოწვეული მოსმენა და დებატები აღმოჩნდა საბოლოო ჯამში მათთვის დასრულდა მათთვის დამანგრეველი შედეგით, იყო სრულად ცარიელი დარბაზი,“ - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

განცხადება გააკეთა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.

"ევროპულ ქვეყნებში მოდის უკვე ის ძალები, რომლებთანაც თანამშრომლობა ნორმალურად შედგება იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ როგორც თანასწორი პარტნიორები. ტრამპმაც თავისი გამარჯვებით დაამტკიცა, რომ ის ღირებულებები, რაც ნორმალური მსოფლიოსთვის არის მისაღები, მათთვისაც მისაღებია," - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

დღის ამბები