მაიკ ტაისონისა და ყოფილი იუთუბერის, ჯეიკ პოლის ორთაბრძოლა შედგა, სადაც სოციალური მედიის ვარსკვლავმა ჯეიკ პოლმა, კრივის ლეგენდა მაიკ ტაისონი დაამარცხა.
მსოფლიო კრივის სამყარო ძალიან საინტერესო ორთაბრძოლი მომსწრე გახდა.
აღსანიშნავია, რომ ჯეიკ პოლმა მოკრივის პროფესიული კარიერა დაიწყო და 10 ორთაბრძოლის ჩატარებაც მოასწრო, საიდანაც მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ტაისონი კი რინგზე 2020 წლის შემდეგ არ გამოსულა.
მოახლოებული ორთაბრძოლის წინ, მოკრივეების პირისპირ დგომის დროს, ტაისონი ტრადიციული აგრესიულობითა და ჩვეული უხამსი ჟესტიკულაციით გამოირჩეოდა. საბოლოოდ, მეტოქეს სილაც უთავაზა. ტაისონმა განაცხადა, რომ მზად იყო ჩხუბისთვის და წაგებას არ აპირებდა.