22 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ოპოზიციის გეგმა - 3 საათიანი მსჯელობის შემდეგ, ოპოზიცია კონსულტაციების ვირტუალურ სივრცეში გაგრძელებაზე შეთანხმდა

გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი დრო ითხოვეს და 3 საათიანი მსჯელობის შემდეგ კონსულტაციების ვირტუალურ სივრცეში გაგრძელებაზე შეთანხმდნენ - უწყვეტი პროტესტის შეწყვეტის შემდეგ, ოპოზიციამ პირველი შეხვედრა, "ძლიერი საქართველოს" ოფისში 11 საათიანი პაუზის შემდეგ გამართა. ისაუბრეს იმაზე, რაზეც აქამდეც ხშირად უსაუბრიათ. კოორდინაცია საერთაშორისო საკითხებზე, პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება და აქციები, რომლის დრო, ადგილი და ფორმა ისევ უცნობია.

საპროტესტო გეგმებთან დაკავშირებით, წინასწარ პროგნოზს ვერც სხვა ბარიერგადალახულ პარტიებში აკეთებენ. ამბობენ, რომ ქუჩის აქციები საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და ამომრჩევლის შესანარჩუნებლად სჭირდებათ.

მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათი გეგმები აბსტრაქტულია და საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს. "ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ ოპონენტებს პროვოკაციების მოწყობის მცდელობაც ჰქონდეთ.

"ძლიერი საქართველოს" ოფისში საკოორდინაციო შეხვედრა, გვიან ღამით დასრულდა. ბარიერგადალახულ პარტიებს შორის, გახარიას გუნდი ერთადერთია, ვინც ოპოზიციის დახურულ კონსულტაციებს, არც ამჯერად დაესწრო.

 

დღის ამბები