27 დეკემბერი 2024,   14:03
ვრცლად
"მინდა ვთხოვო ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ პარლამენტის პირველ სხდომას" - გიორგი გახარია

ბოიკოტის პარალელურად, ოპოზიციიდან ელჩებს მიმართავენ - "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა უცხოელ დიპლომატებს მოუწოდა, არ დაესწრონ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა მას ლეგიტიმაცია არ მიეცეს.

ამავდროულად, გიორგი გახარია მხარდამჭერებს მიმართავს სხდომის დღეს პროტესტი გამოხატონ.

"როდესაც ქვეყანა აშკარად ლეგიტიმაციის კრიზისშია, მაშინ როდესაც საქართველოს თითოეული მოქალაქე თვლის, რომ არჩევნები და ხმა მას მოჰპარეს, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით, მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა "ქართულ ოცნებას" მანიპულირების და სპეკულირების - ლეგიტიმაციის მიღების. მეორე მხრივ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენს მხარდამჭერს, მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, რომ იმ დღეს, როცა პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება, ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საკანონმდებლო ორგანოში რომ არ შევლენ დღეს ხელისუფლების ოპონენტებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს

დღის ამბები