28 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
ფარიკაობის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად კვლავ მერაბ ბაზაძეა წარდგენილი

4 დეკემბერს, ფარიკაობის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, სადაც მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტის, მერაბ ბაზაძის კანდიდატურაა წარდგენილი.

განვლილი 4 წელი კი ფარიკაობის ფედერაციისათვის ნაყოფიერად უნდა ჩაითვალოს, რადგან ქართველებმა სპორტის ამ სახეობაში ისტორიული შედეგებიც დააფიქსირეს.

უახლოეს დღეებში, გაიმართება კონგრესი და საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები. ამავე კონგრესზე გადაწყდება, უმასპინძლებს თუ არა საქართველო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ვეტერანთა შორის. თუმცა, იქამდე საქართველომ, მასპინძლის რანგში უკვე დაიწყო აქტიური მზადება, 2025 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები