28 ნოემბერი 2024,   14:55
ვრცლად
საჩხერეში მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპი დროებით შეჩერდა - მომსახურების სააგენტოს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საჩხერეში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპი შეჩერებულია.

"გაცნობებთ, რომ მომსახურების სააგენტოს საჩხერის სტრუქტურულ ერთეულში, დიდთოვლობის გამო, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპი შეჩერებულია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ არ გავრცელდება დისკვალიფიკაცია და სრულად შეუნარჩუნდებათ გადახდილი თანხა.

კანდიდატებს, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ, დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. 

დღის ამბები