თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს ვასილ კაძელაშვილი. ეს არის პირი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერში ფიგურირებს. ჩანაწერში ვასილ კაძელაშვილი და ვეფხია კასრაძე მსხვერპლზე და ხანძრების მოწყობაზე საუბრობენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე დაკავებულია ვეფხია კასრაძე.