19 დეკემბერი 2024,   00:56
ვრცლად
ტემპერატურის მატება, სურდო, ხველა, თავისა და სახსრების ტკივილი - სეზონური გრიპის ვაქცინაცია

ტემპერატურის მატება, სურდო, ხველა, თავისა და სახსრების ტკივილი - ეს სეზონური ვირუსის მთავარი სიმპტომებია. ექიმების თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა.

დღეისათვის საქართველოში A და B ტიპის ვირუსი ცირკულირებს. შემთხვევების მაქსიმალურ მაჩვენებელს დეკემბრის ბოლოს ელოდებიან. სპეციალისტების რეკომენდაციით, ვაქცინაციის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რისკ-ჯგუფებისთვისა.

იმუნიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული, ოთხ კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს. ვაქცინაცია უფასოა და ხელმისაწვდომია სამედიცინო დაწესებულებებში.

იმუნიზაცია საქართველოში ოქტომბრის თვიდან მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე აცრილია 130 000-ზე მეტი ადამიანი.

დღის ამბები