აქცია განახლდა - პროტესტის 23-ე დღე რუსთაველის გამზირზე. მოთხოვნა არ იცვლება: ახალი არჩევნები და აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას, ცოტა ხნის წინ, მსვლელობებით შეუერთდნენ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
აქცია ამ დრომდე მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს. მოქალაქეები სხვადასხვა წარწერების მქონე ბანერებით და საყვირების გამოყენებით
გამოხატავენ საკუთარ პროტესტს.
პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე და თავისუფლების მოედანზე არ იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. ადგილზე მობილიზებულია მხოლოდ სასწრაფო დახმარების ბრიგადები და რამდენიმე საპატრულო პოლიციის ავტომობილი.
ავტორი: სიმონ შანავა