თურქეთში, სივასში, ჯემინბელის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილი 100 მეტრის სიღრმის ხრამში გადავარდა. მაშველებმა მძღოლის ცხედარი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სატვირთოს მძღოლმა მოსახვევში შესვლის დროს საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და ავტომობილი 100 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც ავტომობილი ნაწილებად დაიშალა, მძღოლი კი ადგილზე დაიღუპა.
პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ ადგილობრივებმა შეატყობინეს, რის შემდეგაც ადგილზე მაშველები და პოლიციის ჯგუფები მივიდნენ. მათ განმარტებით, რთული რელიეფის გამო, ხრამში ღამით ჩასვლა მაშველებმა ვერ შეძლეს. დილით კი, 2 საათიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი მძღოლის ცხედარი იპოვეს.