პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა კერძო სექტორთან მთავრობის ადმინისტრაციაში, დაახლოებით, ერთი საათის წინ დაიწყო. როგორც ბიზნესის წარმომადგენლები მედიასთან აცხადებენ, შეხვედრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.