24 დეკემბერი 2024,   06:41
ვრცლად
24 დეკემბერს საბურთალოს რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 24 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება საბურთალოს რაიონის ქუჩების ნაწილს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის, არდაზიანის, ვაზისუბნის, სოკრატ არშბას, გაგარინის, სახოკიას, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, შარტავას, ილია ოდიშელიძის გაბრიელ ისაკაძის და ბაჩანა ბრეგვაძის ქუჩების მოსახლეობას.

 

დღის ამბები